მთავარი » 2011 » ივლისი » 15 » ანეკდოტები
11:24 AM ანეკდოტები | |
ტურისტი ადგილობრივს: – რამდენია თქვენი სოფლის მოსახლეობა? – ოთხ მილიონზე მეტი. – ძირითადად რა საქმიანობას მისდევთ? – ეს რიცხვი არაფერს გეუბნებათ? * * * – უკაცრავად, აცეტილსალიცილი გაქვთ? – თქვენ ალბათ ასპირინი გნებავთ, არა? – კი, მაგრამ მაგ სიტყვას ვერ ვიმახსოვრებ. * * * წარწერა საფლავის ქვაზე: "მოერიდეთ სოკოს!" * * * ქალმა ახალი შინამოსამსახურე აიყვანა. – ქალბატონო, თუ მენდობით, პირადი ზარდახშის გასაღებიც ჩამაბარეთ. – ინებეთ. – თქვენ დიდებული ქალბატონი ბრძანდებით! – აღტაცებას ვერ მალავს შინამოსამსახურე. – სულ ტყუილად გიხარია, არ აღებს. * * * – მამიი, – ეძახის შვილი კახელს, – გამხმარ ხურმაი კუდი აქ? – ქალოო! – უყვირის ცოლს კახელი, – მიხედე ბალღსა, კიდე თაგვი შეჭამა ამ დებილმა! * * * – თქვენ ხომ უკვე იყიდეთ ბილეთი, კიდევ რატომ ყიდულობთ? – ეკითხება კინოთეატრის მოლარე სალაროსთან მისულ კაცს. – ის ბილეთი შესასვლელში კონტროლიორმა გადამიხია და აბა, რა უნდა ვქნა? * * * კახელი ტაქსის აჩერებს: – ჯიგარ, აი, ეს თხა რო გურჯაანში ჩავიყვანო, რას გამამართმევ? – მაგ თხას. * * * – ალო, კორძაძის ბინაა? – არა. – ბოდიში, გაგაღვიძეთ. – არა უშავს, მაინც უნდა ავმდგარიყავი, ვიღაცა ტელეფონზე რეკავდა. * * * ზაქროს საზამთროთი დაუტვირთავს ვირშებმული ურიკა და ბაზარში დგას. – ვაი, ჩემი ბედისა რა ვთქვი, – შემოესმა ერთ–ერთ მყიდველს ვირის სლუკუნი, – ეს ოხერი ჩემი პატრონი ყოველდღე სულ ასე მგრუზავს, მოვკვდი, არაქათი აღარ მაქვს. – ვაიმე! – აღმოხდა მყიდველს, – ვირი ხარ და ლაპარაკობ?! – კარგი, რა, ჩემმა პატრონმა არ გაიგოს, რომ ლაპარაკი ვიცი, თორემ ადგება და დახლშიც მე ჩამაყენებს. * * * – თქვენ ტყუპი გოგო შეგეძინათ, – ეუბნება მახარობელი კოლიას, – რა უნდა მითხრათ? – გაგიხმეს ენა! * * * – აუ, რა ხაჭაპური იცის დედაშენმა, – ეუბნება ერთი ქუთაისელი მეორეს, – რომ ჩაკბიჩავ, ყველი ჭიშკრამდე მიგყობა. – მართალია, აბა, დედაშენმა იცის ხაჭაპური? რომ ჩაკბიჩავ, ყველი კამათლებივით გადმოვარდება. * * * – ჩემმა ცოლმა ჯგუფური სექსი მოინდომა. – შენც მიდი, იქნება კარგი რამეა და მოგეწონოს. – მიდი კაია! ვის შევყავარ მერე ჯგუფში? * * * ფსიქიატრიულიდან გამოჯანმრთელებულ ავადმყოფს სახლში უშვებენ. – აბა, მითხარი, – დაყვავებით ეკითხება მკურნალი ფსიქიატრი, – რომ შემოგიყვანეს, ვინ იყავი? – ნაპოლეონი, – მორცხვად ამბობს პაციენტი. – და ახლა ვინ ხარ? – ფეხსაცმლის შავ მაზს თუ მიშოვით, ოტელო, ექიმო. * * * – რაფრა ხარ, ძამა? – ეკითხება ერთი გურული მეორეს. – შენი ძმობა მაკლდა სწორედ! ისედაც შიფონერკის თავზე მძინავს. * * * მატარებელში რუსი და სომეხი ეცნობიან ერთმანეთს: – მე ვანია მქვია, – ეუბნება რუსი, – სომხურად ანუ თქვენებურად ოვანესი. – აი, ჯიგარ, – პასუხობს სომეხი, – მე აკოფა მქვია, რუსულად, ანუ თქვენებურად სანგარი, რა! * * * კახელი მეორე კახელს ურეკავს: – მოდი, ჯოო. კაი მაგარი ღორი ჩლიქები მოვხარშე. – არ მიყვარს ღორი ჩლიქები, ჯო. – ამ ჩემ ჩლიქებ, თუ არ გიყვარ... სიდედრსა გაისამდე არა ვკლამ! * * * გურულმა კოტემ ძმაკაცი ჩამოიყვანა ქუთაისიდან. მამამისმა სიმონამ კაი სუფრა გაშალა და სვამენ. ქუთაისელი წარამარა მიმართავს ძმაკაცს: "სიმონ, სიმონ". სიმონამ ვეღარ მოითმინა: – შვილო, შენ ხვარ დათვერი? სიმონა მე ვარ, მაი კოტეა. * * * სეროჟა მივლინებიდან ღამით დაბრუნდა და ცოლს შეუწვა ლოგინში. მეორე დილით ეკითხება: – სვეტაჯან, არ მოგწონს, ულვაშები რომ გავიპარსე? – ვაა, სეროჟჯან, ეს შენა ხარ, უჟე ჩამოხვედი? * * * – ვაღმერთებ ბუნებას, – ეუბნება ერთი დაქალი მეორეს. – დაგჩაგრა და მაინც?! – უკვირს მეორეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |